როდესაც ინდოელ მილიარდერ რატან ტატას სატელეფონო ინტერვიუში რადიო წამყვანმა კითხა: ბატონო, რა გახსენდებათ ისეთი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყავით? რატან ტატამ უპასუხა : ბედნიერების ოთხი ეტაპი გავიარე ცხოვრებაში და როგორც იქნა გავიგე ნამდვილი ბედნიერების მნიშვნელობა. პირველი ნაბიჯი სიმდიდრისა და რესურსების დაგროვება იყო. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივიღე ის ბედნიერება რაც მინდოდა. შემდეგ დადგა ძვირფასი ნივთების შეგროვების მეორე ეტაპი. მაგრამ მივხვდი, რომ ამ რაღაცის ეფექტიც დროებითია და ძვირფასეულობის ბრწყინვალება დიდხანს არ გრძელდება. შემდეგ დადგა დიდი პროექტის ათვისების მესამე ეტაპი. ეს მაშინ იყო, როდესაც ინდოეთსა და აფრიკაში ნავთობის მარაგების 95% მქონდა. მე ასევე ვიყავი ფოლადის უდიდესი ქარხნის მფლობელი ინდოეთსა და აზიაში. მაგრამ აქაც კი ვერ მივაღწიე იმ ბედნიერებას რაც წარმომედგინა. მეოთხე საფეხურის დრო დადგა. ეტაპისა, როდესაც ჩემმა მეგობარმა მთხოვა რამდენიმე ინვალიდი ბავშვისთვის ეტლის ყიდვა. დაახლოებით 200 ბავშვისთვის. მეგობრის რეკომენდაციით სასწრაფოდ ვიყიდე ეტლები. მაგრამ...